Posts

Showing posts from June, 2020

ქლიავის სოუსი ხორცისთვის!!

Image
მასალა: შავი ქლიავი 8–10ცალი მწვანე ვაშლი,  1 ცალი ბაზილიკი, პიტნა, თაფლი, შავი წიწაკა. შავი ქლიავი  ჩავალბოთ ცხელ წყალში. რომ დარბილდება  ამოვიღოთ, დავაცალოთ კურკები (დარჩენილი წყალი შევინახოთ). ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ. ქლიავი და ვაშლი ერთად დავაბლენდეროთ, შევკმაზოთ გემოვნებით მარილით, შავი წიწაკით, პიტნით და ბაზილიკით. ბოლოს შევურიოთ ცოტა თაფლი. თუ სქელი გამოვიდა, დავამატოთ ქლიავის დარჩენილი წვენი. სახედლდახელოდ გამზადებული ეს სოუსი ძალიან არომატული და გემრიელია. ის შეიძლება შევინახოთ მაცივარშიც. ძალიან უხდება ხორცის ფილეს.

ტექნიკა.

Image
როგორ გამოიყურებოდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა საუკუნის წინ თანამედროვე   ტექნოლოგიები   ყოველდღიურად   იცვლება   და   ვითარდება .  სხვადასხვა   ტიპის   მოწყობილობები   გვეხმარებიან   და   ამარტივებენ   კომუნიკაციის ,  გადახდის ,  შოპინგის ,  ტრანსპორტირების   და   სხვა   სერვისებით  სარგებლობას . განვითარების   გრძელი   გზა   გაიარა   საყოფაცხოვრებო   ტექნიკამ .  მოწყობილობები ,  რომლებსაც   ხშირად   ვიყენებთ ,  წარსულში   განსხვავებულად   გამოიყურებოდნენ .  ვნახოთ ,  თუ   როგორი   იყო   ჩვენთვის   კარგად   ნაცნობი   ტექ ნიკა   საუკუნის   წინ . ა თწლეულების   წინ ,  ადამიანები   პროდუქტ ის  გასაგრილებლად   სხვადასხვა   ხერხს   მიმართავდნენ .  პირველი   საყოფაცხოვრებო   მაცივარი ,  რომელიც   ელექტროენერგიას   მოიხმარდა ...

ცხელი შოკოლადი

Image
ინგრედიენტები: რძე - 1 ლ შავი შოკოლადი - 200 გ კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 2-3 ს/კ მომზადების წესი: სახამებელი გახსენით 1 ჭიქა რძეში. დანარჩენი რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ შოკოლადი და გააჩერეთ ცეცხლზე იმდენ ხანს, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. შემდეგ დაუმატეთ შოკოლადიან მასას სახამებლიანი რძე და კარგად აურიეთ. არ გადმოდგათ ცეცხლიდან იქამდე, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ გამორთეთ, ჩაასხით ფინჯნებში და მიირთვით. დაალაიქეთ ,,ანის სამზარეულო ,, და გაიგეთ თქვენთვის საინტერესეო ბევრი რამ❤🙏