ქლიავის სოუსი ხორცისთვის!!

მასალა: შავი ქლიავი 8–10ცალი მწვანე ვაშლი,  1 ცალი ბაზილიკი, პიტნა, თაფლი, შავი წიწაკა.
შავი ქლიავი ჩავალბოთ ცხელ წყალში. რომ დარბილდება  ამოვიღოთ, დავაცალოთ კურკები (დარჩენილი წყალი შევინახოთ). ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ. ქლიავი და ვაშლი ერთად დავაბლენდეროთ, შევკმაზოთ გემოვნებით მარილით, შავი წიწაკით, პიტნით და ბაზილიკით. ბოლოს შევურიოთ ცოტა თაფლი. თუ სქელი გამოვიდა, დავამატოთ ქლიავის დარჩენილი წვენი. სახედლდახელოდ გამზადებული ეს სოუსი ძალიან არომატული და გემრიელია. ის შეიძლება შევინახოთ მაცივარშიც. ძალიან უხდება ხორცის ფილეს.

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო