ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო

 #ჩეხური ფახლავა








დაგვჭირდება👇👇👇

#ცომი:

💫ფქვილი 400გრ.

💫მარილი მწიკვი

💫ვანილი (დანის წვერის ოდენა)

💫სოდა 1ჩ.კ

💫არაჟანი 1ჭიქა

💫კარაქი 400გრ.

💫კვერცხი 4ცალი

#გულსართი:

💫ქიშმიში 1ჭიქა

💫თხილი ან ნიგოზი თითო ჭიქა.

💫შაქარი 2ჭ.

💫5 ცალი კვერცხის ცილა


მომზადება:


1.   400 გრ მარგარინი ათქვიფეთ მიქსერით, ჩაამატეთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა არაჟანი+ 1 ჩკ სოდა, ვანილი, მარილი და 400 გრ ფქვილი. შედგით ცომი მაცივარში 1 სთ.

2.   გულსართი: ამოიყვანეთ 5 კვერცხის ცილა, ნელ-ნელა ჩააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, ვანილი, ბეზეს რომ ამოიყვანთ შემდეგ დაუმატეთ  ნიგოზი ,ქიშმიში და ამოურიეთ ნელნელა  უკვე მოსარევით ,მიქსერი აღარ არის საჭირო.

3.გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 3 ნაწილად და გააბრტყელეთ. ჩააფინეთ პირველი ფენა ცხიმმოსმულ ჟარონაზე, ზემოდან წაუსვით მომზადებული ბეზეს ნახევარი, დააფინეთ მეორე ფენა და გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენას წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი, ჩაჭერით რომბისებურად და გამოაცხვეთ 180° გრადუსზე გახურებულ ღუმელში.



Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში