ფენოვანი ხაჭაპური

4ცალი კვერცხი
1ჩ.ჭ წყალი
3ს.კ. ძმარი
3ს.კ ზეთი
3ჩ.ჭ ფქვილი
400გრ.მარგარინი
1კგ.ყველი
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, დავკეცოთ და კიდევ შვდგათ იმავე დროით მაცივარში. ასე გავაკეთოთ  მესამედაც.
შემდეგ გამოვიღოდ, გავაბრტყელოდ გავყოთ კვადრატის ზომებად გულში ჩავუდოთ ყველი და გადავკეცოდ კონვერტისებურად.ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ათქვეფილი და გამოვაცხოთ ღუმელში..❤❤💁💁

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო