ფრიტატა
ფრიტატა კვერცხი - 4 ცალი სოსისი - 100 გ ბულგარული წიწაკა - 1 ცალი გახეხილი ყველი - 30 გ კარტოფილი - 3 ცალი ხახვი - 1 თავი მწვანილი - სასურველი მარილი და პილპილი - გემოვნებით ზეთი შესაწვავად მომზადება:დადგით კარტოფილი მოსახარშათ.სანამ კარტოფილი იხარშება, დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა კუბიკებად ან ჩხირებად. სოსისიც დაჭერით კუბიკებად.ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.შემდეგ დაუმატეთ მოხარშული, გაფცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ და შეწვით.სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა სანელებლები.აიღეთ ღრმა თეფში, ჩაახალეთ კვერცხი, ათქვიფეთ და აქვე დაუმატეთ დაჭრილი სოსისი.გამოსაცხობ ფორმაში გადაიტანეთ მოხრაკული ბოსტნეული, ზემოდან მოასხით კვერცხისა და სოსისის მასა.აცხბეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. ცხობის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, გამოიღეთ ფორმა ღუმელიდან, მოაყარეთ გახეხილიი ყველი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში ცხობის დასრულებამდე.გემრიელად მიირთვით!