როგორი უნდა იყოს მზარეული?? მზარეული უნდა იყოს პირველ რიგში შრომისმოყვარე,პასუხისმგებლიანი,უნდა ფლობდეს კერძების მომზადების ტექნოლოგიას,შეეძლოს გემოს და ფერის ზუსტი აღქმის უნარი,დახვეწილი გემოვნება,შეეძლოს სისწრაფე,ზუსტი კოორდინაცია ,ფიზიკური გამძლეობა და ჩემთვის რაც მთავარია პირადად იყოს პუნქტუალური და პედანტური...ყველაზე ხშირად რასაც მეკითხებიან რატომ აირჩიე ეს პროფესია?? ავირჩიე იმიტომ,რომ მიყვარს ეს სფერო,რაც უფრო ვეცნობი ამ პროფესიას მით მეტად შევდივარ აზარტში ვისწავლო მის გარშემო ყველაფერი,,მყავს უნიჭიერესი შეფი ვინც მასწავლის და მაცნობს სამზარეულოს..,... ,,იყო მზარეული''ეს არის ამოუწურავი ინფორმაციის მქონდე პროფესია ,ყოველ დღე,ყოველ ეტაპზე ისწავლო ახალი და ყოველ დღე ერთი ნაბიჯით განავითარებ შენს თავს..ვფიქრობ რომ მაქვს საიმისო პოტენციალი რომ შევძლო ის რაც მე დავისახე მიზნად..რადგან ჩემი არჩევანი ხომ ჩემი წინსვლაა ❤))
ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო
#ჩეხური ფახლავა დაგვჭირდება👇👇👇 #ცომი: 💫ფქვილი 400გრ. 💫მარილი მწიკვი 💫ვანილი (დანის წვერის ოდენა) 💫სოდა 1ჩ.კ 💫არაჟანი 1ჭიქა 💫კარაქი 400გრ. 💫კვერცხი 4ცალი #გულსართი: 💫ქიშმიში 1ჭიქა 💫თხილი ან ნიგოზი თითო ჭიქა. 💫შაქარი 2ჭ. 💫5 ცალი კვერცხის ცილა მომზადება: 1. 400 გრ მარგარინი ათქვიფეთ მიქსერით, ჩაამატეთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა არაჟანი+ 1 ჩკ სოდა, ვანილი, მარილი და 400 გრ ფქვილი. შედგით ცომი მაცივარში 1 სთ. 2. გულსართი: ამოიყვანეთ 5 კვერცხის ცილა, ნელ-ნელა ჩააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, ვანილი, ბეზეს რომ ამოიყვანთ შემდეგ დაუმატეთ ნიგოზი ,ქიშმიში და ამოურიეთ ნელნელა უკვე მოსარევით ,მიქსერი აღარ არის საჭირო. 3.გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 3 ნაწილად და გააბრტყელეთ. ჩააფინეთ პირველი ფენა ცხიმმოსმულ ჟარონაზე, ზემოდან წაუსვით მომზადებული ბეზეს ნახევარი, დააფინეთ მეორე ფენა და გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენას წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი, ჩაჭერით რომბისებურად და გამოაცხვეთ 180° გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

Comments
Post a Comment