ტოლმა ვაზის ფოთოლში

1კგ.საქონლის ხორცი ან შერეული
100გრ.ბრიინჯი
4თავი ხახვი
500გრ.არაჟანი ან მაწონი
ვაზის ფოთოლი
მარილი,პილპილი
1კონა ქინძი
1კონა ოხრახუში
უცხო სუნელი,ხმელი ქინძი,4კბილი ნიორი
მომზადება; საქ.ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.ასევე გაატარეთ ხახვი,მწვანილები,ნიორი.ყველა ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და დაუმატეთ მარილი,პილპილი,სუნელები.შეურიეთ ნახ.მოხარშული ბრინჯი და აურიეთ კარგად...ვაზის ფოთოლი გარეცხეთ,მოაჭერით ყუნწები დაასხით მდუღარე წყალი და წამოადუღეთ,და ამოიღეთ წყლიდან მალევე გაშალეთ და გააციეთ..ხორცის პატარ-პატარა გინდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ.ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ.დაასხით მარილიანი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე  და ხარშეთ..როცა მოიხარშება ამოიღეთ ლანგარზე და მოასხით მაწონი ან არაჟანი...გემრიელად მიირთვით 🙆💁

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო