რაჭული შქმერული

რაჭული შქმერული ჩემი მომზადებული💁💁ქათამი 1 კგ
დაჭყლეტილი ნიორი 1 სკ
რძე 1 ჭიქა (250 მლ)
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქათამი ან წიწილა  გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან დავადოთ სიმძიმე,6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.
შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ ცალკე,ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს და შქმერული მზადაა.. ასევე შქმერულში ნივრის მაღალი შემცველობის გამო ცოტა ნაკლებად ეხამება ღვინო,მას მეტწილად ხილის არაყს აყოლებენ ან მშრალად დაყენებულ რაჭულ მუჯურეთულს.მუჯურეთულისა და ალექსანდროულისგან, მზადდება ცნობილი ნახევრად ტბილი ღვინო "ხვანჭკარა", თუმცა, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების შქმერულთან შეხამებას არ გირჩევთ.💁❤

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო