ყაბაყის სალათა

იგრედიეტები:
500 გრამი ყაბაყი
1 სუფრის კოვზი კარაქი
შავი წიწაკა გემოვნებით
40 გრამი ნიახური
30 გრამი ხახვი
60 გრამი სახლში დამზადებული მაიონეზი ან არაჟანი
1 ჩაის კოვზი მდოგვი
მომზადების წესი:
ყაბაყი გაჭერით სიგრძივად, რათა მოაშოროთ შუაგული. შემდეგ დაჭერით სასურველ ზომებად, დააყარეთ მარილი და დატოვეთ 5-10 წუთი, რათა წყალი გამოიდევნოს. შემდეგ გაწურეთ დამარილებული ყაბაყი, შებრაწეთ ტაფაზე კარაქში, წიწაკასთან ერთად, დაახლოებით 2-3 წუთის მანძილზე. როგორც კი ყაბაყი გაგრილდება, დაამატეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარჩენილი ინგრედიენტი.

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო