ბრუსკეტა ყველით

ბრუსკეტა  გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია.გაახურეთ ღუმელი 200C-მდეგ..გაჭერითნიორის კბილი შუაზე და წაუსვით პურის ნაჭრებს. თუ გსურთ, რომ ბრუსკეტა უფრო ნოყიერი გამოვიდეს, პურის ნაჭრებს ცოტა კარაქიც გადაუსვით. გახეხეთ ან ხელით დაანაწევრეთ ყველი და ზემოდან მოაყარეთ პურის ნაჭრებს. შედგით პურის ნაჭრები ღუმელში, ან საცხობ დაფაზე, ან თუ ბადეზე დადებთ, დააფინეთ ფოლგა ან საცხობი ქაღალდი, ყოველი შემთხვევისთვის. პურის ნაჭრები გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 5-8 წუთი (დამოკიდებულია პურის სახეობასა და სისქეზე - ყველი კარგად უნდა გადნეს და პური ოდნავ გაიხუხოს, ძალიან არ უნდა გამოაშროთ).ამასობაში, პატარა ჯამში ერთად აურიეთ დაჭრილი პამიდორი, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი, დაჭრილი ქინძი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ჯამში 5-8 წუთი (სანამ პური გაიხუხება), რომ კარგად გაუჯდეს ყველა ინგრედიენტის გემო.როდესაც პური გამზადდება, გამოიღეთ ღუმელიდან, ზემოდან მოაწყვეთ პამიდორის მასა და ისე მიართვით სუფრასთან.

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო