შემწვარი ხორცი კარტოფილით და ყველით

ნოყიერი და ადვილად მოსამზადებელი კერძია, რომელიც ნებისმიერ გურმანს მოეწონება. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
  • ღორის ხორცის რბილობი  300გრ;
  • კარტოფილი  5-7ც;
  • ხახვი  1ც;
  • ყველი  100გრ;
  • მარილი
  • პილპილი  გემოვნებით
  • მომზადების წესი:ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, საცხობზე დავაწყოთ თანაბარ ფენად. ხორცს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ 3-4 ს/კ წყალი, შემდეგ დაჭრილი კარტოფილის ფენა. მოვაყაროთ ცოტა მარილი, დავაფაროთ ფოლგის ქაღალდი და შევდგათ აირღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთით. გადმოვიღოთ და მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ისევ, ყველი რომ შევარდისფერდება, მაშინ გადმოვიღოთ. სუფრაზე გატანის წინ დავჭრათ ულუფებად და მოვრთოთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!

Comments

Popular posts from this blog

ანის სამზარეულო

ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში

ჩეხური ფახლავა ანის სამზარეულო