ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში
მსოფლიოში გავრცელებული ყველის სახეობებია:
კამამბერი-ამ ყველს ძროხის რძისგან და ნაღებისგან ამზადებენ. 4-5 დღის მომწიფების შემდეგ ყველი ობის (სპეციალურად გამოყვანილი სოკოვანი კულტურა) ფენით იფარება. რბილი, მომჟავე გემო, ნაზი კონსისტენცია და მსუბუქი არომატი აქვს.
პარმეზანი-იტალიური ყველია,არის მტვრევადი,და გამოირჩევა მძაფრი გემოთი.1კგ.ყველის ამ სახეობის მისაღებად 16ლ.რძეა საჭირო
ბრი-ძველებური ფრანგული სამეფო ყელია..მისი გემო მერყეობს სოკოსა და ხილს შორის,რაც დამოკიდებულია ყველის სახესხვაობასა და მომწიფების პერიოდზე..
გორგონძოლა-იტალიური ყველია,რომელიც მძაფრი გემოთი გამოირჩევა.მიეკუთვნება ცისფერიი ყველის სახეობას.კულინარიაში გამოიყენებენ მაკარონისთვის სოუსების მოსამზადებლად,ასევე სალათებისთვის და რიზოტოში...მოცარელა-ასევე იტალიური ყველის სახეობაა,იგი მზადდება შავი კამეჩის რძისგან..ყველაზე გემრიელი მოცარელას სახეობაა gioranta .ასევე არის მაგარი სახეობის მოცარელა-რომელსაც ცხელ კერძებთან იყენებენ,და ასევე შებოლილი(mozzarella affumicata)
გაუდა-ჰოლანდიური ყველის სახეობაა,
გაუდა მიეკუთვნება მსუბუქი ყველის სახეობებს, აქვს ნაღების ნაზი არომატი და გემო. ჰოლანდიაში აწარმოებენ გაუდას სხვადასხვა დანამატით, ესენია მდოგვი, წიწაკა, ძირა და სხვა.
დორ ბლუ-გერმანული ცისფერი ყველი. მისი მწარმოებელია კომპანია Käserei Champignon Hofmeister GmbH & Co.KG. ყველი მზადდება ძროხის რძისგან Penicillium roqueforti –ის ობის გამოყენებით. უმჯობესია მიირთვათ ნიგოზთან და ყურძენთან ერთად.
კამამბერი-ამ ყველს ძროხის რძისგან და ნაღებისგან ამზადებენ. 4-5 დღის მომწიფების შემდეგ ყველი ობის (სპეციალურად გამოყვანილი სოკოვანი კულტურა) ფენით იფარება. რბილი, მომჟავე გემო, ნაზი კონსისტენცია და მსუბუქი არომატი აქვს.
Comments
Post a Comment