Posts

Showing posts from May, 2020

ეძიე შენი მიზანი ცხოვრებაში

Image
ვინ მინდა ვიყო? ჯერ ახალი დაწყებული მაქვს სწავლა და ეხლა ვიძენ ამ პროფესიას💁აქედან გამომდინარე ჯერ ასე ვთქვათ ანბანს ვსწავლობ,მაგრამ ის დღეს დადგება როდესაც მივაღწევ ჩემს მიზანს,ეს დიდი და რთული გზა იქნება მაგრამ მე ჩემი თავით ყოველთვის კმაყოფილი ვარ ამ ეტაპზე,რადგან მაქსიმალურად ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გავიგო და რაც შეილება მეტი ვიცოდე კულინარიაზე, როდესაც ვფიქრობ თუ რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა თუ მართლა მოინდომა მისი საზღვრები განუზომელია .ამას ვურჩევ ყველას,,მოინდომეთ და თავად ნახავთ შედეგს...ბევრ პროფესიას ვფიქრობდი მაგრრამ არასდროს მიფიქრია კულინარიაზე,მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ცხოვრებაში რასაც ვეძებდი  ეს იყო,მიყვარს იმას რასაც ვაკეთებ და ვვაკეთებ ყოველთვის სიყვარულით💁💁❤️❤️ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ ,,ვერ მივაღწევ'' ან ,,ვერ შევძლებ'' მათ ოცნებებს სხვები ისრულებენ და ისინი ისევ იმ ადგილას დგენან რა ადგილასაც გუშინ,და გუშინწინ იდგნენ...არსებობს ორი რამ.1-მიღწეული მიზნები ან 2-მიუღწეველი მიზნები და ჩაქნეული ხელები..მე პირველს ვირჩევ და ჩემს ოცნებას რე...

შემწვარი ხორცი კარტოფილით და ყველით

Image
ნოყიერი და ადვილად მოსამზადებელი კერძია, რომელიც ნებისმიერ გურმანს მოეწონება. დამზადების დრო: 1 სთ. ინგრედიენტები: ღორის ხორცის რბილობი  300გრ; კარტოფილი  5-7ც; ხახვი  1ც; ყველი  100გრ; მარილი პილპილი  გემოვნებით მომზადების წესი:ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, საცხობზე დავაწყოთ თანაბარ ფენად. ხორცს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ 3-4 ს/კ წყალი, შემდეგ დაჭრილი კარტოფილის ფენა. მოვაყაროთ ცოტა მარილი, დავაფაროთ ფოლგის ქაღალდი და შევდგათ აირღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთით. გადმოვიღოთ და მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ისევ, ყველი რომ შევარდისფერდება, მაშინ გადმოვიღოთ. სუფრაზე გატანის წინ დავჭრათ ულუფებად და მოვრთოთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!

ბრუსკეტა ყველით

Image
ბრუსკეტა  გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია. გაახურეთ  ღუმელი 200C-მდე გ..გაჭერით ნიორის კბილი შუაზე და წაუსვით პურის ნაჭრებს. თუ გსურთ, რომ ბრუსკეტა უფრო ნოყიერი გამოვიდეს, პურის ნაჭრებს ცოტა კარაქიც გადაუსვით. გახეხეთ ან ხელით დაანაწევრეთ ყველი და ზემოდან მოაყარეთ პურის ნაჭრებს. შედგით პურის ნაჭრები ღუმელში, ან საცხობ დაფაზე, ან თუ ბადეზე დადებთ, დააფინეთ ფოლგა ან საცხობი ქაღალდი, ყოველი შემთხვევისთვის. პურის ნაჭრები გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 5-8 წუთი (დამოკიდებულია პურის სახეობასა და სისქეზე - ყველი კარგად უნდა გადნეს და პური ოდნავ გაიხუხოს, ძალიან არ უნდა გამოაშროთ). ამასობაში , პატარა ჯამში ერთად აურიეთ დაჭრილი პამიდორი, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი, დაჭრილი ქინძი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ჯამში 5-8 წუთი (სანამ პური გაიხუხება), რომ კარგად გაუჯდეს ყველა ინგრედიენტის გემო. როდესაც  პური გამზადდება, გამოიღეთ ღუმელიდან, ზემოდან მოაწყვეთ პამიდორის მასა და ისე მიართვით სუფრასთან.

ძროხის ხორცი წითელი ღვინის სოუსში

Image
ინგრედიეტები : 4 სუფრის კოვზი კარაქი, 700გრამი ძროხის ხორცი, 4 კბილი ნიორი, ერთი ჩაის კოვზი ქონდარი, 3 თავი ხახვი,1 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო, 2 ჭიქა ძროხის ხორცის ნახარში. მომზადების წესი : ხორცი მრგვალად დავჭრათ, დავბეგვოთ, პილპილი და მარილი დავაყაროთ. შემდეგ ორივე მხრიდან კარაქში შევწვათ, თეფშზე გადმოვიღოთ და ფოლგაში შევახვიოთ. იმავე ჭურჭელში, სადაც ხორცი შევწვით, დავუმატოთ ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქონდარი და3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ.დავუმატოთ ფქვილი და კიდევ 1 წუთი გავაჩეროთ. ხორცის ნახარშს ღვინო დავუმატოთ და 12 წუთის გამნავლობაში ვხარშოთ, განუწყვეტლად ვურიოთ სანამ სოუსი არ შესქელდება. ბოლოს მზა ხორცი დავუმატოთ და 1 წუთი გავაჩეროთ.გემრიელად მიირთვით❤

ბრინჯის მინი ბურგერი ორაგულით

Image
🔹მოიწყვეთ ჯანსაღი, იაპონური ვახშამი, ბრინჯის მინი ბურგერი ორაგულით • ბრინჯი • შებოლილი ორაგული • სალათის ფოთოლი • სეზამის მარცვლები • ავოკადო • ბაზილიკი მომზადების წესი: მოხარშეთ ბრინჯი. როდესაც იგი გაცივდება მიეცით ბურგერის ფორმა. შუა ნაწილში მოათავსეთ თანმიმდევრობით: სალათის ფოთოლი, ავოკადოს და ორაგულის ნაჭრები,  ბაზილიკის ფოთლები, ზემოდან დაადეთ ბრინჯის ბურგერის მეორე ნაწილი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და მიირთვით გემრიელად.

ყაბაყის სალათა

Image
იგრედიეტები: 500 გრამი ყაბაყი 1 სუფრის კოვზი კარაქი შავი წიწაკა გემოვნებით 40 გრამი ნიახური 30 გრამი ხახვი 60 გრამი სახლში დამზადებული მაიონეზი ან არაჟანი 1 ჩაის კოვზი მდოგვი მომზადების წესი: ყაბაყი გაჭერით სიგრძივად, რათა მოაშოროთ შუაგული. შემდეგ დაჭერით სასურველ ზომებად, დააყარეთ მარილი და დატოვეთ 5-10 წუთი, რათა წყალი გამოიდევნოს. შემდეგ გაწურეთ დამარილებული ყაბაყი, შებრაწეთ ტაფაზე კარაქში, წიწაკასთან ერთად, დაახლოებით 2-3 წუთის მანძილზე. როგორც კი ყაბაყი გაგრილდება, დაამატეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარჩენილი ინგრედიენტი.

ფორთოხლის და ავოკადოს სალათა

Image
• 2 ცალი ფორთოხალი • 3 ცალი სტაფილო • 50 გრამი რუკოლა • 50 გრამი სალათის ფოთოლი • 1 ცალი ავოკადო • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი • მარილი და ხახვი გემოვნებით ერთი ცალი ფორთოხალი და ავოკადო დაჭედით სასურველ ზომებად, მეორე ფორთოხალი გამოწურეთ და მისი კანი გამოიყენეთ ცედრის მისაღებად, რომელსაც მოახეხავთ სალათს. სტაფილო შეგიძლიათ ფილერით დაჭრათ. რუკოლა და სალათის ფოთლები შეურიეთ ყველა სხვა ინგრედიენტს,  მოასხით ზეითუნის ზეთი, ფორთოხლის წვენი, დაამატეთ მარილი, ხახვი, ცედრა და მიირთვით გემრიელად.

ფენოვანი ხაჭაპური

Image
4ცალი კვერცხი 1ჩ.ჭ წყალი 3ს.კ. ძმარი 3ს.კ ზეთი 3ჩ.ჭ ფქვილი 400გრ.მარგარინი 1კგ.ყველი 1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, დავკეცოთ და კიდევ შვდგათ იმავე დროით მაცივარში. ასე გავაკეთოთ  მესამედაც. შემდეგ გამოვიღოდ, გავაბრტყელოდ გავყოთ კვადრატის ზომებად გულში ჩავუდოთ ყველი და გადავკეცოდ კონვერტისებურად.ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ათქვეფილი და გამოვაცხოთ ღუმელში..❤❤💁💁

Pancakes

Image
2 ც კვერცხი 50 გ შაქარი 400 მლ კეფირი,ან მაწონი ვანილიანი შაქარი 1ჩ.კ სოდა+ ლიმონი წვენი  2-3 ს.კ ზეთი ან გამდნარი კარაქი 200 გრ ფქვილი მომზადება ტაფა, რომელიც არ იკრავს, დავდგათ საშუალო ოდნავ დაბალ ცეცხლზე გასახურებლად.შაქარი და კვერცხი ავთქვფიოთ, შევურიოთ კეფირი და სოდა. ჩავუმატოთ ცხიმი, ბოლოს კი ფქვილი. მივირებთ თხელ, კრემისებურ ცომს.ამასბაში ტაფაც გაცხელდება. უცხიმო მშრალ ტაფაზე და ვასხხათ 2ს.კ ცომი თითო ფინქეიქისთვის. ცომი დასხმისთანავე კიდევ გაფართოვდება. შეგვიძლია დავასხათ მეტი ან ნაკლები ცომი, იმის მიხედვით, რამზელა ფენქეიქის ვაცხობთ.გამოვაცხოთ მეორე მხრდიანაც, დავალაგოთ თეფშზე, მოვსხათ მურაბა, არაჟანი, თაფლი, ცოცხალი ხილი ან რაც გვსურს.

რაჭული შქმერული

Image
რაჭული შქმერული ჩემი მომზადებული💁💁ქათამი 1 კგ დაჭყლეტილი ნიორი 1 სკ რძე 1 ჭიქა (250 მლ) მარილი გემოვნებით. მომზადების წესი: ქათამი ან წიწილა  გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან დავადოთ სიმძიმე,6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ. შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ ცალკე,ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს და შქმერული მზადაა.. ასევე შქმერულში ნივრის მაღალი შემცველობის გამო ცოტა ნაკლებად ეხამება ღვინო,მას მეტწილად ხილის არაყს აყოლებენ ან მშრალად დაყენე...

კარბონარა (იტალიური)

Image
ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის კარბონარა.. 450გრ.მაკარონი 2ჭ.ბროკოლოს ყვავილები 2კბილი ყვავილოვანი კომბპსტოს ყვავილები 2ც.კვერცხი და 2ც.კვერცხის გული 1/4 ჭ.სქელი ნაღები 2ს.კ ზეითუნის ზეთი 11/2 ჭ.გახეხილი პარმეზანი ახლად დაფქული შავი პილპილი,მარილი 1/4ჭ.დაჭრილი ოხრახუში.. მომზადება..დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი,დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ მაკარონი,ხარშვის ბოლო წუთს შეურიეთ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის ყვავილები.გადაინახეთ 1ჭ.ნახარში წყალი. ამასობაში თასში ათქვიფეთ 2ც.კვერცხი და კიდევ 2ც.კვერცხია გული.დაუმატეთ სქელი ნაღები,ზეითუნის ზეთი და პარმეზანი.ჩანგლით კარგად აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით მოხარშული მაკარონი და ბოსტნეული გადაწურეთ და ისევ ქვაბში მოათავსეთ.შეურიეთ ყველა ნაზავი და ოხრახუში,შემდეგ სწრაფად ამოურიეთ დაუმატეთ გადანახული ნახარში წყალი და მორთეთ ოხრახუშითა და პილპილით..მიირთვით მომზადებისთანავე 💁

ტოლმა ვაზის ფოთოლში

Image
1კგ.საქონლის ხორცი ან შერეული 100გრ.ბრიინჯი 4თავი ხახვი 500გრ.არაჟანი ან მაწონი ვაზის ფოთოლი მარილი,პილპილი 1კონა ქინძი 1კონა ოხრახუში უცხო სუნელი,ხმელი ქინძი,4კბილი ნიორი მომზადება; საქ.ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.ასევე გაატარეთ ხახვი,მწვანილები,ნიორი.ყველა ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და დაუმატეთ მარილი,პილპილი,სუნელები.შეურიეთ ნახ.მოხარშული ბრინჯი და აურიეთ კარგად...ვაზის ფოთოლი გარეცხეთ,მოაჭერით ყუნწები დაასხით მდუღარე წყალი და წამოადუღეთ,და ამოიღეთ წყლიდან მალევე გაშალეთ და გააციეთ..ხორცის პატარ-პატარა გინდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ.ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ.დაასხით მარილიანი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე  და ხარშეთ..როცა მოიხარშება ამოიღეთ ლანგარზე და მოასხით მაწონი ან არაჟანი...გემრიელად მიირთვით 🙆💁